მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კოვიდის კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“ - ჯანმო

ჯანმო აფხაზეთში წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს
1635275999
COVID-19

„კორონავირუსის კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა განაცხადა.

19 წევრისგან შემდგარი კომიტეტი, რომელიც სამ თვეში ერთხელ იკრიბება პანდემიის განსახილველად და რეკომენდაციების გასაკეთებლად, შემდეგი თაობის ვაქცინების გამოკვლევისა და ვირუსის გასაკონტროლებლად გრძელვადიანი ზომების მიღების მოწოდებით გამოდის.

„მიუხედავად იმისა, რომ პროგრესი მიღწეულია Covid 19-ის ვაქცინებისა და თერაპიული საშუალებების გაზრდის გზით, არსებული სიტუაციის ანალიზი და პროგნოზირების მოდელები მიუთითებს იმაზე, რომ პანდემია შორს არის დასრულებამდე“, - ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

კომიტეტის წევრების თქმით, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია ჰიგიენის წესების დაცვა, პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვა, ასევე, შიდა სივრცეების განიავება.

კომიტეტმა, ასევე, განაცხადა, რომ პანდემია ართულებს სხვა კრიზისებს, მათ შორის ჰუმანიტარულ გადაუდებელ სიტუაციებს და მასობრივ მიგრაციას.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს მძიმე“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას“ - ინფექციონისტი

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „შესაძლოა, გარკვეულ ადგილებში კოვიდპასპორტები შემოვიღოთ“ - ეკატერინე ტიკარაძე

👉 „რა დროს მიტინგებია?! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“ - გიორგი ფხაკაძე