მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კულუმბეგოვი იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, ურჩევს 1 თვის განმავლობაში არ აიცრან

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1608841467
COVID-19

„რთული ალერგიული რეაქციების გარდა, ვაქცინის არ გაკეთების წინაღობა არ არის“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

ექიმის თქმით, შესაძლოა, ინფექციის გადატანიდან 1 თვის განმავლობაში არ აიცრას ახლადგადატანილი ინფექციის მქონე ადამიანი.

„რთული ალერგიული რეაქციების გარდა, ვაქცინის არ გაკეთების წინაღობა არ არის. რეკომენდაცია არის ის, რომ თუკი ალერგიულია ადამიანი, ვაქცინის ადმინისტრირების შემდეგ, 15-დან 30 წუთამდე სასურველია იყოს იმ ადგილას, სადაც ვაქცინას გაიკეთებს და ამ დროის გავლის შემდეგ დატოვოს სამედიცინო დაწესებულება," - აღნიშნა კულუმბეგოვმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 216 843-ს შეადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „ეს ის სიმპტომებია, რომელიც კოვიდის მწვავე ეტაპის ჩამთავრების შემდეგ გრძელდება“ - ზურაბ გურულის რჩევები

🔴 კულუმბეგოვი: წინ ძალიან რთული პერიოდი გველის, თუ აუცილებელი არ არის გასვლა, დარჩით სახლში