მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კულუმბეგოვი: წინ ძალიან რთული პერიოდი გველის, თუ აუცილებელი არ არის გასვლა, დარჩით სახლში

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1608729024
COVID-19

როგორც ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, ადამიანის ჯანმრთელობა ყველაფერზე მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ ითხოვდნენ ბიზნეს სექტორისგან, რომ გათვალისწინებულიყო მათი ინტერესები ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად.

„ჩვენ ვხედავთ ამ გადაწყვეტილებას და ხვალიდან გარკვეული შეზღუდვები შემსუბუქდება, თუმცა რეგულაციის სერიოზული მოთხოვნები გარკვეულ იმედს გვიტოვებს. ასე რომც არ ყოფილიყო, უფრო საფრთხილო იქნებოდა, რადგან რაც არ უნდა მოვუწოდოთ ექიმებმა საზოგადოების იმ ნაწილს, რომლებსაც ამის არ ესმის რთულია.

თუ ადამიანების 95% რეკომენდაციებს შეასრულებს არავითარ შეზღუდვებზე არ იქნება საუბარი, ყველაფერი მოიხსნება ავტომატურად, მაგრამ ამასაც ვერ ვაკეთებთ. ალბათ იანვრის ბოლოს ჩვენ უნდა მოვემზადოთ შემთხვევების მატების მართვისთვის“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან რთული პერიოდი გველის წინ.

„წინ ძალიან რთული პერიოდი გველის და მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, როგორც ექიმმა, რომ მიუხედავად გახსნისა ჩვენ მაინც დავრჩეთ სახლში. თუ აუცილებელი არ არის თქვენთვის რაიმეს შეძენა, გადადეთ.

თუ 95% მივაღწევთ და 1500 შემთხვევა გვექნება აღარ დაგვჭირდება შეზღუდვები, რადგან ქვეყანამ მეტ-ნაკლებად ისწავლა ვირუსის მართვა. მეც მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს ის ვაქცინა, რომელზეც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს რეკომენდაციას“, - დასძინა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში მიმდინარე წლის 11 მარტს დაფიქსირდა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🧐 M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ

🧐 თბილისი 1 017, იმერეთი 429 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში