COVID-19

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ერთ პატიმარს covid-19 დაუდასტურდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური
1610514569
დაკოპირებულია

ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში N2 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 883 ტესტიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ინტენსიური PCR ტესტირების ფარგლებში მიმდინარე წლის 11 იანვარს N2 პენიტენციურ (ქუთაისის) დაწესებულებაში მყოფ 883 ბრალდებულ/მსჯავრდებულს ჩაუტარდა ტესტირება და მათგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი.

ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და იგი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მასთან კონტაქტში მყოფი ოთხივე თანამესაკნე დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არის იზოლაციაში მოთავსებული და მათ ორ კვირაში განმეორებით ჩაუტარდებათ PCR ტესტირება.

რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლებს, შეგახსენებთ, რომ სამუშაო ადგილზე ისინი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე, ბახილები, ხელთათმანები და ა.შ.) არიან აღჭურვილები და კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენის ტესტით მოწმდებიან. ამასთან, დაწესებულების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში დაწესებულებაში შესვლამდეც გადიან PCR ტესტირებას.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ PCR ტესტირებას, რომელიც ყველა დაწესებულებაში ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება და ტესტირების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება ინფორმაცია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ვირუსის ცალკეული შემთხვევების აღმოჩენის მიუხედავად, ვითარება პენიტენციურ სისტემაში სრულად ექვემდებარება კონტროლს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრები შეუზღუდეს და ტელევიზორი ჩამ...

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში გადაყვანისას მომხდარი ინციდენტის გამო პენიტენციურმა სამსახურმა მის წინააღმდეგ დისციპლინარული ზომები გაატარა, რაც შეხვედრების უფლების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას გულისხმობს. 
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0909 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.58 თეთრი შეადგინა.
1638882634
 სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელშიც მსჯავრდებულმა მის მიმართ გატარებული დისციპლინური ზომების შესახებ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია.
1638909572
არასრულწლოვან ბიჭზე მისი თანასოფლელი, 40 წლამდე კაცი, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
1638908883
PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ. 
1638907159
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

„რატომ უნდა შევურიგდე მე კალაძეს, ან რატომ უნდა შემირიგდეს კალაძე, რა...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას განცხადებით, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის იმდენად დიდი განსხვავებაა, რომ შერიგება ვერ შედგება, ამიტომ მთავარია მხარეებმა თანაარსებობა ისწავლონ.
ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას: მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ,...
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ კახა კალაძის შეურაცხყოფით ისინი იმ ასიათასობით ამომრჩეველს შეურაცხყოფენ, ვინ სწორედ თბილისის მოქმედ მერს დაუჭირა მხარი. 
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები 20:02 საათზე დაფიქსირდა. 
რევაზ სოხაძე: საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპ...
„საკრებულოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება, რაც ძალიან სამწუხაროა“მ - ასე გამოეხმაურა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის განცხადებებს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე.