მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში 32-ე სკოლის კლასტერი ფართოვდება

ქუთაისში კორონავირუსი 3 პირს დაუდასტურდა
1600067894
COVID-19

ქუთაისში 32-ე სკოლის კლასტერი გაფართოვდა. კორონავირუსის დაინფიცირების ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იმერეთის გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ყველა შემთხვევა სკოლის კლასტერს უკავშირდება.

მისი ინფორმაციით, მიუხედავად სკოლის კლასტერის გაზრდისა ქუთაისში დინამიკა შემცირებისკენ მიდის, რაც შეეხება საწოლებს, ქუთაისში სამასამდე საწოლი მომზადდა და ინფიცირებულ პაციენტებს რამდენიმე კლინიკა მიიღებს.

გუშინ ლაბორატორიაში 1134 ნიმუში შემოწმდა.