მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუთაისში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქუთაისის ინფექციური კლინიკა, 2020
1600192640
COVID-19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას ოთხი კოვიდინფიცირებული დაემატა. მათგან ორი ქუთაისის, ორი კი აჭარის კლასტერიდანაა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 34 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა ოთხი ინფიცირებული პაციენტი, მათგან ორი ქუთაისის N32-ე სკოლის კლასტერია, ორი კი აჭარის კონტაქტი. ამ დროისთვის გვყავს 34 პაციენტი, მათ შორის 7 პნევმონიით“,- აღნიშნა მაღლაფერიძემ.