საზოგადოება

კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებს

რესტორნები
1628773594
დაკოპირებულია

„კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე“, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით, 14 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება.

მისი თქმით, შეზღუდვა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება.

სამსახურებს ეძლევათ რეკომენდაცია, რომ თანამშრომლები მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

იხილეთ აგრეთვე:

✅14 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება