მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქვეყანაში ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემების მქონე ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება“ - ივანე ჩხაიძე

„ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების დაცვის ერთადერთი შესაძლებლობაა ოჯახის წევრების ვაქცინაცია“
1633598104
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემის მქონე ბავშვების ვაქცინაცია დაიწყება.

აღნიშნული განცხადება ჩხაიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

როგორც ის აღნიშნავს, მომავალში კიდევ შეიკრიბება იმუნიზაციის საბჭო და ერთობლივად განიხილავენ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის საკითხს.

„ჩვენ დღეს იმუნიზაციის საბჭოს შევთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც გულისხმობს, პირველ ეტაპზე ჯანმრთელობის განსაკუთრებული პრობლემის მქონე ბავშვების ვაქცინაციას, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ინფიცირების შემთხვევაში დაკავშირებულია ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების მაღალ რისკთან.

მაგალითად ამ კატეგორიას მიეკუთვნება ნერვული სისტემის თანდაყოლილი ანომალიები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები: გულის, ღვიძლის, თირკმლის და ა.შ.

პირველ ეტაპზე ქვეყანა დაიწყებს ვაქცინაციას რისკის ჯგუფებში და შემდეგ კიდევ ერთხელ შეიკრიბება იმუნიზაციის საბჭო და გადაწყვეტს, გაფართოვდება თუ არა ეს ჯგუფები და გახდება თუ არა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინაცია უნივერსალური რეკომენდაცია. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ „ფაიზერს“, რადგან საქართველოში ხელმისაწვდომი 4 ვაქცინიდან მხოლოდ მას აქვს ოფიციალურად ნება დართული 12 წლის ზემოთ ასაკის ჯგუფში გამოსაყენებლად“, - განაცხადა ივანე ჩიხრაძემ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 28 ადამიანი, ხოლო 1 711 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 626 058-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 596 380 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 162 პაციენტი ემსხვერპლა.

იხილეთ აგრეთვე:

📣რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ბავშვებსა და მოზარდებზე?

📣შვედეთმა და დანიამ 20 წელზე უმცროსი ადამიანებისთვის „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენება შეაჩერა

📣„ბოლო 3 დღეა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია შეიმჩნევა“ - გამყრელიძე

📣კოვიდინფიცირების ერთი შემთხვევის გამო, სკოლა არ იკეტება - გამყრელიძის განმარტება

📣თამარ გაბუნია: მესამე დოზით აცრა დასაშვებია ვაქცინაციის დასრულებიდან 28 დღის შემდეგ