მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა დამსაქმებელს მინდა, ვთხოვო - მოიკითხონ როგორია მათ დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა  ცენტრის დირექტორი
1633862629
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან მცირეა. მისი თქმით, თუ ასე გაგრძელდა, ის ყველა დამსაქმებელს სთხოვს, რომ მათ დაწესებულებებში თანამშრომლების აცრის მაჩვენებელი მოიკითხონ.

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის ამგვარი ტემპით გაგრძელების შემთხვევაში ყოველ 2-3 თვეში გვექნება სხვადასხვა ინტენსივობის ტალღები, რაც როგორც ადამიანურ, ასევე, ეკონომიკურ დანაკარგს მოუტანს ქვეყანას.

„ყოველდღიურად ეცემა აცრის მაჩვენებელი, დღეს შვიდი ათასამდე იყო ეს სტატისტიკა, რაც ძალიან ცოტაა. ვთხოვ ყველას, რომ მივმართოთ ვაქცინაციის ცენტრებს. ვაქცინის რაოდენობა ქვეყანაში საკმარისია და ყველა უნდა იყოს ვაქცინირებული. მომავალ კვირაში მზადდება ე.წ. მარათონი 50 დიდ სოფელში, სადაც გვინდა მაქსიმალური მოცვა იყო სოფლების მოსახლეობის და ადგილზე მობილური ჯგუფები, სოფლის ექიმების საშუალებით, რაც შეიძლება მეტ ადამიანს აცრიან, რადგან თუ ჩვენ ვერ მივედით 60-70%-მდე მოსახლეობის ვაქცინაციის, იქნება ძალიან რთული.

დღეს მხოლოდ 30,5 %-ია მოზრდილი მოსახლეობის ორჯერადად აცრილი. გადავაჭარბეთ პირველად ერთი აცრით მილიონ ადამიანს, გადაილახა ეს მილიონიანი ზღვარი, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, მთავარია, რომ უნდა იყოს მოსახლეობის სულ მცირე 60-70% სრულად ვაქცინირებული, რომ შეჩერდეს და მსუბუქად წავიდეს ეპიდემიის მეხუთე ტალღა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძე კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას ვაქცინაციის მნიშვნელობას და დამსაქმებლებს თხოვნით მიმართავს:

„თუ ასე გაგრძელდა და ვერ ავწიეთ იმუნიზაციის ყოველდღიური მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, იმ 60%-ზე ვერ გავალთ. ვნახოთ, როგორი იქნება დამყოლობა მოსახლეობის მხრიდან. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ აცრა აუცილებელია, პირველ რიგში, იმ ადამიანისთვის, ვინც იცრება, მერე მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის და ყველა მის ირგვლივ მყოფისთვის.

ამიტომ, ყველა დამსაქმებელს მინდა ვთხოვო - მოიკითხონ როგორია მათ დაწესებულებაში აცრის მაჩვენებელი. სანამ არ გავალთ 60-70% აცრის მაჩვენებელზე, მანამდე ვერ დაესმება წერტილი ამ ეპიდემიას და სულ, ყოველ 2-3 თვეში გვექნება სხვადასხვა ინტენსივობის ტალღები, რომლებიც მოიტანს სამწუხაროდ როგორც ადამიანურ, ასევე, ეკონომიურ დანაკარგებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციისათვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 490 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 ადამიანი, ხოლო 2 056 პირი გამოჯანმრთელდა.

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 634 053-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 600 524 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 9 246 პაციენტი ემსხვერპლა.

იხილეთ აგრეთვე:

📣„წლის ბოლომდე მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ის აცრისთვის 8 მილიარდი დოლარია საჭირო“ - ანტონიო გუტერესი

📣მეცნიერები კორონავირუსისა და გრიპის კომბინირებულ ვაქცინაზე მუშაობენ

📣„ფაიზერის“ სრულად ვაქცინაციიდან მისი ეფექტიანობა რამდენიმე თვეში მცირდება - კვლევა

📣რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ბავშვებსა და მოზარდებზე?