COVID-19

„ყველა ორსული ან ვისაც დაფეხმძიმება სურს, აუცილებლად უნდა აიცრას“ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
1628775880
დაკოპირებულია

„ყველა ორსულს ან იმ ქალბატონს, რომელსაც დაფეხმძიმება სურს, აუცილებლად უნდა აიცრას,“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება.

„ყველა ორსული უნდა აიცრას. ფაიზერი საკმარისად არის ქვეყანაში. ყველა ორსულს ან იმ ქალბატონს, რომელსაც უნდა, რომ დაფეხმძიმდეს, აუცილებლად უნდა აიცრას. სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე შემთხვევა გვაქვს ორსულების გარდაცვალების. ამიტომ, ვთხოვ ყველა ჩემს კოლეგას, გინეკოლოგებს, რომელთა სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულების მართვაში, ურჩიონ მათ რომ აიცრან.

ჩვენ წელიწადში გვაქვს 47-48 ათასი მშობიარობა, დაახლოებით 60 ათასამდე ქალბატონი ფეხმძიმდება წლის განმავლობაში. 130 ათასი ფაიზერის ვაქცინა საწყობში დევს პირველი დოზებისთვის, რომელიც ჯერ დაჯავშნილი არ არის. ამიტომ გთხოვთ ყველას, ვიაქტიუროთ“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები აცრების პროცესში ჩაერთვებიან

👉 ყველა შეზღუდვა, რომელიც 14 აგვისტოდან ამოქმედდება

👉 სექტემბრიდან ზოგიერთ დაწესებულებაში შესაძლოა, მხოლოდ ვაქცინირებული ან ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები დაუშვან

👉 საჯარო უწყებებს თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის დავალება ეძლევათ - ღიბრაძე

👉 კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებს

👉 ფესტივალები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები იკრძალება