COVID-19

„ყველა პარამეტრი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“ - ივანე ჩხაიძე

ექიმი, იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი Pia.ge
1629380425
დაკოპირებულია

„ეს კვირა საქართველოში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე იყო“, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.

„ეს კვირა საქართველოში, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე იყო. ჯერჯერობით ვაქცინაციის შედეგებს არ ველოდებით, ეს შედეგები გამოჩნდება ორი კვირის შემდეგ, აგვისტოს ბოლოსთვის. ძალიან მძიმე პერიოდია ქვეყანაში.

ძალიან მძიმე პერიოდია - ეპიდემიოლოგიური, ლეტალობის, აქტიური შემთხვევების და საავადმყოფოების დატვირთვის თვალსაზრისით, ყველა პარამეტრი, რითაც ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ვაფასებთ - კრიტიკულია. რთულია თქმა, იყო თუ არა 17 აგვისტოს ინფიცირებულთა მაჩვენებელი მეოთხე ტალღის პიკი, მომდევნო კვირაც არის იმისათვის საკმარისი, რომ გავარკვიოთ, მეოთხე ტალღის პიკმა გადაიარა თუ არა ქვეყანამ. მომდევნო 5-6 დღე იქნება ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ვირუსის ძლიერი აფეთქება მოდის, პიკამდე არ მივსულვართ“

👉 „კლინიკაში თავისუფალი ადგილები აღარ არის“

👉 „ჟანგბადის მიწოდების პრობლემებია, მოვემზადოთ“

👉 „უბედურ დღეში ვართ, რა ექეიფება და რა ეტაშფანდურება ამ ხალხს“