
„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ახალი შტამი „ომიკრონი“ საქართველოში არ დავუშვათ“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით დომინანტი ამ ეტაპზე დელტა შტამია.
„არის გარკვეული მოლოდინი და შეშფოთება, ხომ არ იქნება ნაკლებად ეფექტური ვაქცინა მათ მიმართ. ჯერ ეს შტამი არ გამხდარა დომინანტი არცერთ ქვეყანაში, ჯერ 99% ყველა შემთხვევების მოდის დელტაზე. ჯერ ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, უბრალოდ ძალიან მაღალია ამ შტამის შესაძლო გავრცელებით ჯანმოს შეშფოთება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს შტამი საქართველოში არ დავუშვათ, თუ ამას ვერ ავცდებით, რაც შეიძლება გვიან, როდესაც პანდემიის ძირითად ტალღას დავძლევთ“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
⚫ „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი
⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა
⚫ კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება