COVID-19

კვლევა: „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში 8-კვირიანი ინტერვალი ყველაზე ეფექტიანია

ფაიზერის მესამე დოზა
1627195202
დაკოპირებულია

ახალი კვლევის შედეგების თანახმად, „ფაიზერის“ ვაქცინის დოზებს შორის 8-კვირიანი ინტერვალი საუკეთესოა, - ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება.

კვლევა დაფინანსებულია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის (DHSC) მიერ.

მკვლევრებმა 4 და 10-კვირიან ინტერვალებში გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობა ერთმანეთს შეადარეს, შედეგად კი 8-კვირიან ინტერვალზე შეჯერდნენ. ასევე, კვლევისას დადგინდა, რომ 10-კვირიანი ინტერვალი ანტისხეულების უფრო მაღალ დონეს წარმოქმნის.

კვლევის დროს, მეცნიერებმა, 503 მედიცინის სფეროში დასაქმებული პირის მონაცემები შეისწავლეს, რომელთაგან 44%-ს(223) კორონავირუსი უკვე გადატანილი ჰქონდათ და „ფაიზერით“ აიცრნენ.

კვლევისას აღმოჩნდა, რომ 10 კვირის შემთხვევაში, ორგანიზმში მეტი იმუნურ მეხსიერებაზე პასუხისმგებელი ლიმფოციტი (T-cell) გამომუშავდება.

3-4 და 10 კვირაში გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობის შედარებით მეცნიერები შეჯერდნენ, რომ 8-კვირიანი ინტერვალი „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში ყველაზე ეფექტიანია.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხანგრძლივი ინტერვალის დროს, ვაქცინა ე.წ. ინდურ და სხვა შტამებთანაც გაცილებით ეფექტურია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვიდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ფაიზერით“ აცრა 37 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი

👉 რამდენად ეფექტიანია „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ორი დოზა „დელტა“ ვარიანტის წინააღმდეგ?

👉 საქართველოში 16 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის „ფაიზერით“ ვაქცინაცია დასაშვები გახდა