COVID-19

სრულად აცრილებს კორონავირუსით ინფიცირების სამჯერ ნაკლები შანსი აქვთ, ვიდრე აუცრელებს - კვლევა

ვაქცინის გაკეთება
1628069705
დაკოპირებულია

React-1 კვლევის თანახმად, სრულად აცრილ პირებს კორონავირუსზე ტესტის დადებითი პასუხის მიღების შანსი სამჯერ უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე აუცრელ პირებს. კვლევის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ აქვეყნებს.

კვლევა ლონდონის კოლეჯმა ჩაატარა, რომელშიც მეცნიერები მონაწილეობდნენ. კვლევა ემყარება ნაცხის ტესტებს 100,000 ადამიანის 24 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით.

კვლევის თანახმად, ადამიანების 0,63% დაინფიცირდა, ანუ ერთი 158 ადამიანიდან.

ინფექციების რაოდენობა მსგავსია იმ მაჩვენებლებისა რომელიც იყო 2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში და 2021 წლის იანვრის ბოლოს. ინფექციების რაოდენობა ორმაგდება ყოველ 25 დღეში R რიცხვით 1.19. R რიცხვი უფრო დაბალი იყო, ვიდრე წინა რაუნდის დროს (1.44) და კვლევის შუალედური ანგარიში გამოქვეყნების მომენტში 8 ივლისს (1.87). ეს მეტყველებს იმაზე, რომ ზრდის ტემპი შენელდა სასწავლო პერიოდის დასრულებისას.

PCR ტესტის შედეგების კვლევის ანალიზმა ასევე აჩვენა, რომ სრულად აცრილ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ნაკლები ალბათობა ვიდრე აუცრელ ადამიანებს გადასცენ ვირუსი სხვებს, ვინაიდან ვირუსული დატვირთვა მცირეა.

„ეს დასკვნები ადასტურებს ჩვენს წინა მონაცემებს, რომლებიც აჩვენებს, რომ ვაქცინის ორივე დოზა იძლევა კარგ დაცვას ინფიცირებისგან. ამასთან, ჩვენ ასევე შეგვიძლია დავინახოთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს ინფექციის რისკი, რადგან არცერთი ვაქცინა არ არის 100% ეფექტური და ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი სრულად აცრილი ადამიანი მაინც შეიძლება დაავადდეს ვირუსით.

ასე რომ, შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, ჩვენ მაინც უნდა ვიმოქმედოთ სიფრთხილით, რათა დავეხმაროთ ერთმანეთს და შევაკავოთ ინფექციების მაჩვენებელი“, - აცხადებს კვლევითი პროგრამის დირექტორი, პროფესორი პოლ ელიოტი.

REACT კვლევის ამ უახლესი რაუნდისთვის 98,233 ადამიანმა თავისით აიღო ნაცხი სახლში და მათი ნიმუშები გაანალიზდა PCR ტესტირებით. აქედან 527 დადებითი იყო, რაც საერთო პრევალენტობას 0.63%-ს აძლევდა. აქედან 254 წარმატებით იქნა გაანალიზებული ლაბორატორიაში მათი წარმოშობის დასადგენად, და 100% შემთხვევებისა იყო დელტას ვარიანტი. წინა რაუნდში, ეს მაჩვენებელი 80% -ზე ნაკლები იყო დელტასთვის და დანარჩენი ალფა შტამზე მოდიოდა.

აუცრელ ადამიანებში ინფექციის პრევალენტობა სამჯერ უფრო მაღალი იყო ორჯერადად აცრილს ადამიანებთან შედარებით 1.21% და 0.40% . თუმცა ორივე მათგანის ეს მაჩვენებელი ხუთჯერ უფრო მაღალია ვიდრე წინა რაუნდის დროს ჩატარებულ კვლევებში (0,24%, 0,07%, შესაბამისად). ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სრულად აცრილ ადამიანებს ამ ტესტირების რაუნდში ჰქონდათ დაახლოებით 50% -დან 60% -მდე ნაკლები რისკი დაინფიცირდნენ, მათ შორის ასიმპტომური ინფექციით, აუცრელ ადამიანებთან შედარებით.

გარდა ამისა, ორმაგად აცრილი ადამიანები აუცრელებთან შედარებით უფრო ნაკლებად ინფიცირდებოდნენ COVID19-ით დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის შემდგომ (3.84% vs 7.23%).

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 კვლევა: „სინოფარმის“ ვაქცინა დელტა შტამის მიმართ ეფექტიანია

👉 კვლევა: „ფაიზერის“ ვაქცინის შემთხვევაში 8-კვირიანი ინტერვალი ყველაზე ეფექტიანია

👉 კვლევა: კორონავირუსი ნეგატიურ გავლენას ახდეს ადამიანის ინტელექტის დონეზე

👉 საჭირო იქნება თუ არა ვაქცინის გამაძლიერებელი დოზები? - „ასტრაზენეკას“ დირექტორის განმარტება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრები შეუზღუდეს და ტელევიზორი ჩამ...

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში გადაყვანისას მომხდარი ინციდენტის გამო პენიტენციურმა სამსახურმა მის წინააღმდეგ დისციპლინარული ზომები გაატარა, რაც შეხვედრების უფლების შეზღუდვას და ტელევიზორის ჩამორთმევას გულისხმობს. 
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.0909 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.58 თეთრი შეადგინა.
1638882634
 სპეციალური პენიტენციური სამსახური ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს, რომელშიც მსჯავრდებულმა მის მიმართ გატარებული დისციპლინური ზომების შესახებ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია.
1638909572
არასრულწლოვან ბიჭზე მისი თანასოფლელი, 40 წლამდე კაცი, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
1638908883
PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ. 
1638907159
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი

„რატომ უნდა შევურიგდე მე კალაძეს, ან რატომ უნდა შემირიგდეს კალაძე, რა...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას განცხადებით, მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის იმდენად დიდი განსხვავებაა, რომ შერიგება ვერ შედგება, ამიტომ მთავარია მხარეებმა თანაარსებობა ისწავლონ.
ზურაბ აბაშიძე ოპოზიციას: მოიქეცით წესიერად, ხალხი სექტას რომ გიწოდებთ,...
თბილისის საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მთავრობის შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა და განაცხადა, რომ კახა კალაძის შეურაცხყოფით ისინი იმ ასიათასობით ამომრჩეველს შეურაცხყოფენ, ვინ სწორედ თბილისის მოქმედ მერს დაუჭირა მხარი. 
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები 20:02 საათზე დაფიქსირდა. 
რევაზ სოხაძე: საკრებულოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპ...
„საკრებულოსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ საქმისადმი ოპოზიციის არაკომპეტენტური დამოკიდებულება რჩება, რაც ძალიან სამწუხაროა“მ - ასე გამოეხმაურა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე ოპოზიციის განცხადებებს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე.