მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლატვიაში „ლოკდაუნი“ ამოქმედდება და კომენდანტის საათი დაწესდება

ლატვია
1634634634
COVID-19

ლატვიამ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო 21 ოქტომბრიდან - 15 ნოემბრის ჩათვლით მკაცრი „ლოკდაუნი“ გამოაცხადა, რათა ინფექციის გავრცელების შეკავება მოხდეს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენი ჯანდაცვის სისტემა საფრთხეშია ... ამ კრიზისის ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა კრისიანის კარინსმა.

„ლატვიელი მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 54% არის სრულად აცრილი, რაც ევროკავშირის მონაცემების მიხედვით დაბალი მაჩვენებელია“, - ნათქვამია ევროკავშირის მონაცემებში.

„ბოდიში უნდა მოვუხადო უკვე აცრილ ადამიანებს“, - აღნიშნა კარინსმა და განაცხადა, რომ მაღაზიები, რესტორნები, სკოლები და გასართობი ცენტრები დაიხურება, მხოლოდ აუცილებელი სერვისები იფუნქციონირებს და დაწესებული იქნება კომენდანტის საათი საღამოს 8 საათიდან - დილის 5 საათამდე.

ნებადართული იქნება მხოლოდ ძირითადი წარმოების, სამშენებლო და კრიტიკული სამუშაოების გაგრძელება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რიგის ორი უმსხვილესი საავადმყოფოდან ერთ-ერთმა დაიწყო დროებითი საწოლების დადგმა ინფიცირებული პაციენტებისთვის, რათა გაუმკლავდეს პაციენტთა შემოდინებას.

მოგზაურობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ გამოცხადებულა „ვინაიდან სხვაგან ინფექციის მაჩვენებლები გაცილებით დაბალია და ჩვენ არ ვხედავთ უშუალო რისკებს“, - თქვა კარინსმა.

ლატვიის მთავრობამ გასულ კვირას გააუქმა საავადმყოფოებში დაგეგმილი ოპერაციები, რადგან COVID 19–ის შემთხვევები იზრდება.

იხილეთ აგრეთვე:

📢როგორ შევარჩიოთ პირბადე, რომელსაც ყოველ დღე ვატარებთ?

📢დედის რძეში კორონავირუსის შემდეგ ანტისხეულები 10 თვის განმავლობაში რჩება - კვლევა

📢„გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები