
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთ-ერთი პაციენტი ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში მკურნალ ექიმებს მადლობას უხდის. მისი თქმით, ისინი ამხნევებდნენ და აიძულებდნენ, რომ თავი კარგად ეგრძნო.
"მაიძულეს საავადმყოფოში, რომ კარგად ვყოფილიყავი. როგორ მამხნევებდნენ და, მე მაგ ხალხს დავარქმევ მოძალადეებს, მაგ საავადმყოფოს ხალხს. ისინი მაიძულებდნენ კარგად ვყოფილიყავი. მე თვითონ გადამდები არავისთვის ვყოფილვარ. ახლა ვფიქრობ სახლიდან ისევ მანდ ხომ არ წავიდე და იმათთან ვიყო. სახლში დავინფიცირდი. მადლობას ვუხდი, მათაც, ვინც დამაინფიცირა, რადგან მაგათ რომ არ დავესახელებინე, მეც ბევრს გადავდებდი", -აცხადებს ერთ-ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი.
ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან 9 პაციენტია გამოჯანმრთელებული. ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 70-ს შეადგენს.