COVID-19

მარინა ეზუგბაია: ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ალბათ, უფალი უფრო მოწყალე იქნება ჩვენ მიმართ

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ჟურნალისტებთან 2020
1585033929
დაკოპირებულია

"ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ალბათ, უფალი უფრო მოწყალე იქნება ჩვენს მიმართ, იმედია, როგორც სხვა ქვეყნებს დაემართა, ისეთი არ დაგვემართება", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს კორონავირუსის საკითხზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სიმძიმის განმაპირობებელია ხანდაზმულობის ასაკი და თანაარსებული დაავადებები.

"სამი პაციენტთან არის პნევმონია. ზოგადად რომ ვთქვათ, სტაბილიზაცია ამ პაციენტებთან მიღებული არ გვაქვს. მაგრამ განსაკუთრებით მძიმე პროგრესიც არ არის, რაც დამამშვიდებელ ფაქტორად შეიძლება გვევლინებოდეს, რომ იქნებ ამ სიტუაციაში რაღაც კარგად დაგვიმთავრდეს",- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 66 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 9 გამოჯანმრთელდა.