
"ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, რომ მარნეულსა და ბოლნისში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ ინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა არის ის რომ მოქალაქეები ბოლნისსა და მარნეულში ტერიტორიას ვერ დატოვებენ.
"დღეის მდგომარეობით შექმნილია სპეციალური ჯგუფი არამხოლოდ მედიკოსების არამედ სამართალდამცავების, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ადგილზე სიწყნარეე და სიმშვიდე. ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების პროდუქტებით მომარაგება.
ერთადერთი პრობლემა რაც ჩვენს მოქალაქეებს მარნეულში და ბოლნისში ექნებათ არის ის, რომ ისინი ვერ დატოვებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. მათ ესტუმრებიან უბნის ექიმები და შეუმოწმებენ ჯანმრთელობას, რაც სწრაფად მოგვცემს საშუალებას გამოვავლინოთ ინფიცირების რისკი. დღეს ჯანდაცვის სამინიიტროს დაევალა, რომ მარნეულსა და ბოლნისში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა"-განაცხადა გახარიამ.