მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მარტივი სიტუაცია არ არის, აუცილებელია 50 წელს ზემოთ მოსახლეობის ბუსტერიზაცია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი
1643349989
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

თამარ გაბუნია მოსახლეობას, სიმპტომების შემთხვევაში სახლში დარჩენისკენ და იზოლაციისკენ მოუწოდებს. 

„ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები რჩება იგივე დონეზე, რაც იყო 2 კვირის წინ. ასევე, არ იზრდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პაციენტების რაოდენობა. მნიშვნელოვანია წესების დაცვა, თუ ადამიანს აქვს სიმპტომები უნდა დარჩეს სახლში. ეს იქნება ერთ-ერთი გარანტია რომ, ინფექციის სწრაფი გავრცელება არ მივიღოთ“, -  აცხადებს თამარ გაბუნია. 

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, აუცილებელია 50 წელს ზემოთ მოსახლეობის ბუსტერიზაცია.

„არის მზარდი ციფრები, არა არის მარტივი სიტუაცია. „ომიკრონს“ დროის მცირე მონაკვეთში, ბევრი ადამიანის ინფიცირება შეუძლია და შესაბამისად, გარკვეულწილად 2-3 კვირის შემდეგ იწყება თავდაღმართი. აუცილებელია ვაქცინაცია და განსაკუთრებით ბუსტერ დოზის გაკეთება. ეს არის გარანტია რომ ინფექციის შემთხვევაში არ მოხვდნენ ჰოსპიტალში და მძიმე შედეგი არ დადგეს“, - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „კორონავირუსი არ არის გრიპი, გრიპის შემდეგ სპერმის ხარისხი არ ფუჭდება“ - გიორგი ფხაკაძე

„ომიკრონი“ არის ჩვეულებრივ მიმდინარე სეზონური გრიპი“ - ზურაბ აზარაშვილი

კორონავირუსი გაცილებით დიდი რისკია გულისთვის, ვიდრე ვაქცინაცია - კვლევა

„ანტისხეულების დაბალი დონე უფრო ხშირია მათში, ვისაც ხანგრძლივი კოვიდი განუვითარდა“ - ზაზა წერეთელი

დელტა შტამი უფრო რთულია დასაძლევად ორგანიზმისთვის თუ „ომიკრონი“? - გიორგი ფხაკაძის განმარტება

„ეს წელი იქნება პანდემიის დასრულების წელი“ - თენგიზ ცერცვაძე