მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მასობრივი ვაქცინაციის პროცესში  „ფაიზერის“ ვაქცინაც ჩაერთვება“ - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი
1624870463
COVID-19

„მასობრივი ვაქცინაციის პროცესში „ფაიზერის“ ვაქცინაც ჩაერთვება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცნობილია თარიღი, თუ როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა, თუმცა, კონტრაქტის პირობებიდან გამომდინარე, ამის შესახებ ჯერ ვერ განაცხადებს.

„რაც შეეხება, ასევე, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ „ფაიზერის“ ვაქცინას, კონტრაქტიდან გამომდინარე მოწოდების თარიღს ვერ დავასახელებთ, თუმცა, დადასტურებულად ვიცით, როდის შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში. მოგვეწოდება ეტაპობრივად და ყველა ჩვენი მოქალაქისთვის გახდება ხელმისაწვდომი. შესაბამისად, „ფაიზერიც“ ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი კორონავირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.

3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ოქროს შუალედს ვეძებთ და დანის პირზე გავდივართ, არ ჩაიკეტოს ქვეყანა“

ვაქცინაციის პროცესი ძალიან მალე აქტიურ ფაზაში შევა