მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მე არ ვარ იმის მომხრე, რომ „ომიკრონი“ ამ ყველაფრის წერტილი და დასასრული იქნება“ - დევი ტაბიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი
1642322231
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ „ომიკრონის“ ვარიანტის გავრცელებამ შესაძლოა, პანდემია დაასრულოს. 

მისი თქმით, ვირუსის მუტაციის შეჩერება შეუძლებელია, ამიტომ, არსებობს საფრთხე, რომ კიდევ ახალი საშიში შტამი გაჩნდება. 

„მე არ ვარ იმის მომხრე, რომ „ომიკრონი“ ამ ყველაფრის წერტილი და დასასრული იქნება. შეიძლება ეს ვიღაცისთვის ძალიან ცუდი მოსასმენი იყოს, მაგრამ მე, როგორც ექსპერტი და საკმარისად გარკვეული ამ ნაწილში, ვხედავ, რომ გვაქვს იმის საშიშროება, რომ კიდევ ახალი რაღაც შემოვა. 

ეს მუტაციების შედეგია, მუტაციას ვერ გავაჩერებთ. ვერანაირი ხერხით ვერ ამას ვერ შევაჩერებთ. გვაქვს ორი გზა: ეპიდემიოლოგიური საშუალება, რომლითაც შესაძლოა ჩავუკეტოთ გზა საზოგადოებაში გავრცელებისთვის და მეორე - ეს არის ვაქცინაცია და გართულების შემთხვევაში მკურნალობა“, - განაცხადა დევი ტაბიძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

🔵 „საუბარია ვაქცინირებულებისთვის იზოლაციის დროის შეცვლაზე, კარგით რა, ვინმემ შეამოწმა წინა წესებს როგორ ვიცავდით?!“ - გიორგი კავკასიძე

🔵კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს

🔵 „ომიკრონისთვის“ წინააღმდეგობას ადრე გადატანილი ინფექცია არ წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

🔵 „ადამიანები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაცია დასჭირდა, აუცრელები არიან“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

🔵 „ვირუსი ყველზე სწრაფად გადადის ბავშვებზე და ტოვებს პოსტკოვიდ სინდრომს“ - ვატო სურგულაძე

🔵 „ომიკრონით“ ინფიცირებისას მძიმე დაავადების განვითარების შანსი საგრძნობლად დაქვეითდა“ - ნანა გეგეჭკორი

🔵 „10% არის ისეთი ინფიცირებული, რომელთაც განმეორებითი პისიარის ტესტირების მიუხედავად ვერ დავუდგენთ ინფექციას“ - გიორგი კამკამიძე