მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მესამე ტალღის დაწყების ეტაპზე ვართ“ - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე
1617723139
COVID-19

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის მესამე ტალღის დაწყების ეტაპზეა და იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა დისციპლინირებულად არ მოიქცევა, შესაძლოა, ნოემბერ-დეკემბერი განმეორდეს. 

ამირან გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 10 კლასერია. ამასთან, მისივე თქმით, მდგომარეობა საგანგაშოსთან ახლოს არის.

„ეს სტატისტიკა გვეუბნება მხოლოდ ერთს, რომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და ყურადღებით. ეს მდგომარეობა საგანგაშოსთან ახლოს არის. ქვეყანაში კლასტერული გავრცელება მიმდინარეობს, იანვრის ბოლოდან ამდენი შემთხვევა არ გვქონია. ეს ნიშნავს იმას, რომ საყოველთაო გავრცელება იწყება, რაც ძალიან, ძალიან საგანგაშოა.

თუ არ დავიცავთ წესებს, არ ვიქნებით ძალიან დისციპლინირებული, სამწუხაროდ შეიძლება ნოემბერ-დეკემბერი განმეორდეს.

მესამე ტალღის დაწყების ეტაპზე ვართ. დღევანდელი მონაცემებით 10 კლასტერია უკვე სხვადასხვა რეგიონებში, რეალურად შესაძლოა უფრო მეტია. მიმდინარეობს ჰოსპიტლების დატვირთვა, 100 ათას მოსახლეზე გავრცელების მაჩვენებელი ზემოთ მიდის, ასევე რეპროდუქციის ინდექსი ზემოთ მიდის.

ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი ზემოთ მიდის, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ შიდა გავრცელება იწყება. შიდა გავრცელებაში დიდი ალბათობით არის ბრიტანული შტამი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ კურიერთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 აპრილის მდგომარეობით 3,65%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის - 1,94%, ბოლო 7 დღის - 2,32%-ი ინფიცირებულია პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და ის თვითიზოლაციაში იმყოფება.

ამავე თემაზე:

👉 „განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ“ - ამირან გამყრელიძე

👉 „ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა აბსოლუტურად გაუმართლებელია“ - გაბუნია