მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, ზესვლა გვაქვს, გნებავთ მე-4 ტალღის დასაწყისი დაარქვით“ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
1627635931
COVID-19

„დღეს გვაქვს მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, ზესვლა ან თუ გნებავთ დაარქვით მე-4 ტალღის დასაწყისი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა ინდიკატორი რაც პანდემიას ახასიათებს, გაუარესებულია. გამყრელიძის თქმით, პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა მასობრივი იმუნიზაციის კიდევ უფრო მეტად გაინტენსივებაა.

„ყველა ინდიკატორი, რაც პანდემიას ახასიათებს, ყველაფერი გაუარესებულია. ხშირად სვამენ კითხვას, რომელი ტალღაა ეს? მესამე, მეოთხე თუ რომელია. ჩვენ მესამე ტალღა გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში და დღევანდელი რიცხვი რაც გვაქვს, 2700-ის ფარგლებში და ბოლო დღეების განმავლობაში, სჭარბობს მესამე ტალღის პიკს. ანუ მაისის 17-ში რაც გვქონდა.

დღეს გვაქვს მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, ზესვლა ან თუ გნებავთ დაარქვით მე-4 ტალღის დასაწყისი. დიდი მნიშვნელობა არ აქვს სახელს რას ვუწოდებთ, ფაქტია, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესებულია. ვირუსის შეკავების ერთადერთი გზა არის ვაქცინაციის ტემპის ინტენსიფიცირება, მეორეს მხრივ განუხრელად დაცვა ყველა იმ რეკომენდაციის, რაზედაც ხშირად ვსაუბრობთ“, - აცხადებს გამყრელიძე.

ამავე თემაზე:

🔴 1 243 თბილისი, 419 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

🔴 2712 ინფიცირება, 1561 გამოჯანმრთელება, 25 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში