COVID-19

მეცნიერები კორონავირუსისა და გრიპის კომბინირებულ ვაქცინაზე მუშაობენ

ვაქცინის დოზა
1633610326
დაკოპირებულია

„ჩვენთვის უკვე ცნობილია, რომ გარკვეული მწარმოებლები მუშაობენ კომბინირებულ ვაქცინაზე, რომელშიც კორონავირუსისა და გრიპის საწინააღმდეგო მექანიზმები ერთად იქნება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორი კვირის განმავლობაში დაიწყება და ჯერჯერობით კორონავირუსისა და გრიპის ვაქცინებს შორის გარკვეული ინტერვალი იქნება დაცული.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ორსულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის გრიპის ვაქცინა უფასო იქნება.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 რა არის ტვინდემია? - მეცნიერები ახალ საფრთხეებზე საუბრობენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის მესამე დოზის, ე.წ. ბუსტერის გაკეთებას ის მოქალაქეები შეძლებენ, რომლებიც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან.

ამავდროულად, „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“ ვაქცინირებულებს მესამე დოზის გაკეთება სურვილის მიხედვით შეეძლებათ.

იმუნიზაციის საბჭოზე ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველო უახლოეს დღეებში 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვების ვაქცინაციას დაიწყებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არასწორია მოსაზრება, რომ კორონავირუსი სამუდამო იმუნიტეტს ტოვებს“ - ივანე ჩხაიძე

🔴 თუ ვაქცინაციის ტემპი არ გამოსწორდება, ეს ნიშნავს რომ საქართველომ პანდემიასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიების, ვაქცინაციის გამოყენება ვერ მოახერხა - ივანე ჩხაიძე

🔴 „გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ირიბად ამცირებს კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციის რისკს“ - ჩხაიძე

🔴 კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში