COVID-19

„მეცნიერები ცხვირში შესასხურებელი ვაქცინების შექმნაზე მუშაობენ“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1632231195
დაკოპირებულია

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აღნიშნავს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზის საჭიროება შეიძლება შეიქმნას.

ის ასევე საუბრობს 60 წელს გადაცილებულ პირებზე და აცხადებს, რომ ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს მათთვის ეფექტური იქნება მესამე დოზის მიღება.

კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებით უამრავი კვლევები ჩატარდა გაერთიანებულ სამეფოში, ისრაელსა და აშშ-ში. სრულად ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ, ვინც არის 60 წელზე მეტი ასაკის, რომელთაც გარკვეული ქრონიკული დაავადებები აქვთ, მათი იმუნიტეტი არც თუ ისე ძლიერია. მათთვის აუცილებელია ბუსტერ დოზა და ეს აჩვენა მრავალრიცხოვანმა კვლევებმაც.

მაგალითად დღეს გამოაქვეყნა კვლევები „ჯონსონმა და ჯონსონმა“, როგორც იცით ეს არის ვაქცინა, რომელიც მხოლოდ ერთ დოზას იყენებს, მაგრამ ამ კომპანიამ წარადგინა ოფიციალურად თავისი კვლევის შედეგები აშშ-ს წამლების სააგენტოში იმის მოთხოვნით, რომ დაემატოს მისი ბუსტერ დოზა.

კვლევის მიხედვით ის აკეთებდა ბუსტერ დოზას პირველი ვაქცინაციიდან დაახლოებით 56 დღის შემდეგ და აღმოჩნდა, რომ ეფექტურობა გაიზარდა და გახდა 85%, ხოლო ჰოსპიტალიზაციიდან თავის არიდება 91%-მდე ავიდა“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მეცნიერები მუშაობენ ცხვირში შესასხურებელი ვაქცინის შექმნის იდეაზე, რადგან ანტისხეულები უფრო სწრაფად მოახდენენ რეაგირებას ვირუსზე და დროულად მოხდება მისი განადგურება.

„მეცნიერები საუბრობენ ცხვირში შესასხურებელ ვაქცინებზეც. ის ვაქცინები, რომელიც გვაქვს და ვიყენებთ, გამოიმუშავებენ ანტისხეულებს, რომელიც სისხლშია და ეს ვაქცინები მუშაობენ იმისათვის, რომ პაციენტი არ დამძიმდეს ან ჰოსპიტალში არ მოხვდნენ. მაგრამ ერთი პრობლემა იყო ის, რომ ვაქცინაციის შემდეგ თუ ადამიანი დასნებოვნდა მაინც შეიძლება გადასცეს ვირუსი სხვა ადამიანს და იმისათვის რომ ეს არ მოხდეს, კარგი იქნებოდა რომ ეს ანტისხეულები ჩვენი ცხვირის ღრუსა და პირის ლორწოვანში ყოფილიყო.

შედეგად ისინი იქვე მოახდენდნენ კორონავირუსის ლოკალიზებას და ვირუსი განადგურდებოდა, ცხვირიდან აღარ მოხდებოდა კორონავირუსის გავრცელება. ამიტომაც უნდათ მეცნიერებს, რომ ასეთი ვაქცინა შექმნან, რომელიც ცხვირის ღრუში იქნება შესასხურებელი და ადამიანს დაიცავს ინფექციისაგან, ასევე მოახდენს ვირუსის გადაცემის ლოკალიზებას. ამ ეტაპზე ჯერჯერობით კვლევები ცხოველებზე მიმდინარეობს“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ვაქცინაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირებულია და ეს სერიოზული სიგნალია“ - ივანე ჩხაიძე

✅ვაქცინის 100 მილიონ დოზას ვადა ეწურება - რატომ არ უნაწილებენ დიდი ქვეყნები ვაქცინებს ღარიბ ქვეყნებს?

✅კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა საჭირო არ არის - The Lancet