მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეცნიერებმა კორონავირუსის გამანეიტრალებელი ცილა აღმოაჩინეს

კორონავირუსის გამანეიტრალებელი საშუალება
1600182282
COVID-19

აშშ-ის პიტსბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ცილოვანი შენაერთი აღმოაჩინეს, რომელიც ვირუს SARS-CoV2-ს ანეიტრალებს. ამის შესახებ გამოცემა Cell იუწყება.

კერძოდ, მეცნიერებმა 100 მილიარდი პოტენციური მოლეკულის ანალიზი ჩაატარეს, რომელსაც კორონავირუსის S-ცილასთან დაკავშირება შეუძლია. ამ კვლევის შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილოვანი ნაერთი, რომელიც ანტისხეულზე ათჯერ მცირეა, იმუნოგლობულინთან შერწყმის შედეგად Ab8 პრეპარატს წარმოქმნის და სრული ზომის ანტისხეულის ფუნქციებს იძენს.

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Ab8-ის მცირე დოზებით შეყვანაც კი ინფიცირებული ცხოველების ვირუსულ ნაწილაკებს ამცირებს.

მათ, აგრეთვე, დაადგინეს, რომ პრეპარატი ადამიანის ორგანიზმის უჯრედებს არ უკავშირდება, რაც გვერდით მოვლენებს ამცირებს.