COVID-19

„მიმდინარეობს მსჯელობა როგორც ვაქცინაციის სავალდებულოობაზე, ისე ასაკობრივ ჯგუფებზე“ - ჯანდაცვის მინისტრი

„ზაფხულში მნიშვნელოვან საჭიროებას წარმოადგენს მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვის მოხსნა“
1630932460
დაკოპირებულია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მასწავლებლებისა და ექიმების სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.

როგორც მან განმარტა, მისთვის პროფესიულ ჯგუფებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ პრიორიტეტი 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ვაქცინაციას მიენიჭოს, რადგან ამ ასაკის პირები მაღალი რისკის ჯგუფში არიან.

„მე პირადად მივემხრობი იმ ჯგუფის ვაქცინაციას, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მასწავლებლების, ექიმების, თუ რომელიმე სხვა პროფესიული ჯგუფი, რომელშიც არიან 60 წელს გადაცილებული ადამიანები. ამ ჯგუფის ვაქცინაცია განსაკუთრებით ეფექტურია როგორც ვირუსის გავრცელების, ასევე საწოლფონდის დაკავების კომპონენტზე და ლეტალობის მაჩვენებელზე. მე მივემხრობი, რომ ამ ჯგუფის ვაქცინაცია იყოს მაღალი პრიორიტეტი და დანარჩენ ჯგუფებს უბრალოდ განვიხილავდით.

ეს გადაწყვეტილება მიიღება არა მხოლოდ საკოორდინაციო საბჭოზე, არამედ ვაქცინაციის საბჭოზე და ჩვენ იქ ყველას გაგვაჩნია ჩვენი შეხედულება. მიმდინარეობს მხოლოდ მსჯელობა როგორც სავალდებულოობაზე, ისე ასაკობრივ ჯგუფზე“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„წლის ბოლომდე 1,7 მილიონი ადამიანი უნდა ავცრათ“ - თამარ გაბუნია

⭕ ბავშვების ვაქცინაცია რამდენიმე დღეში გადაწყდება - BBC

⭕ ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაციის პოტენციური რისკები და სარგებელი - ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტი

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 
1638696096
7 დეკემბერს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის ვიდეო-კონფერენცია გაიმართება, სადაც ძირითადი განსახილველი თემა უკრაინა იქნება, - ამის შესახებ apnews იუწყება. 
1638693267
ინდონეზიაში კუნძულ იავაზე ვულკანი სემერუს ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, ათეულობით ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 
1638690444
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
1638686545
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
1638700160
ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald  Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკული კომპანიების „Silk Road Wines” და „Emerald Vines Media” წარმომადგენლებს შეხვდა.
ფიბა-ს დირექტორი: თბილისში მშენებარე დარბაზის მდგომარეობით შეშფოთებული...
საქართველოში FIBA-ს უმაღლესი რანგის სტუმრები იმყოფებიან და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ამ რანგის ვიზიტს პირველად მასპინძლობს. 
„განსხვავებული ფორმატის და შინაარსის იქნება“ - ნიკა მელია აქციებს აანო...
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მომდევნო კვირიდან როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში სხვადასხვა შინაარსის აქციებს აანონსებს. 
თბილისში 15 წლის მოზარდი მოკლეს
თბილისში, სან-ზონაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 15 წლის მოზარდი მოკლეს. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.