მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მირჩევნია ვაქცინაცია გავხადოთ იძულებითი, ვიდრე ადამიანები დავკარგოთ“ - დევი ტაბიძე

„მეხუთე ტალღამ  სტარტი აიღო“
1634121254
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეხუთე ტალღამ სტარტი უკვე აიღო.

მისი თქმით, მოსახლეობამდე აცრის დადებით ფაქტორთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია უნდა მივიდეს.

ექიმი დევი ტაბიძე დღევანდელ მონაცემებს კატასტროფულს უწოდებს.

დღევანდელი ციფრები და დღევანდელი მდგომარეობა ყველანაირ ზღვარს გასცდა და კატასტროფულია. მდგომარეობა გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ სამი მიზეზით, რომლის რეალური შეჩერება შესაძლებელია. შესაძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებმა უნდა გამოავლინონ სოციალური პასუხისმგებლობა და არ დაივიწყონ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პირბადის გარეშე სიარული, არ შეიძლება სოციალური დისტანციის დარღვევა.

პრაქტიკულად სტარტი აიღო მეხუთე ტალღამ. ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ამას შევხვდით, პრაქტიკულად, განულებული ვაქცინაციის პროცესით. ეს არის ჩვენი ყველაზე მძიმე მდგომარეობა. ეს ციფრი არანაირ შედეგზე არ მიგვიყვანს. ეს მიგვიყვანს იქამდე, რომ გაიზრდება ინფიცირების რაოდენობაც და ლეტალობის შემთხვევებიც“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.

დევი ტაბიძის თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია.

„პაციენტები მძიმდებიან, ძალიან იმატა უსიმპტომო ფორმებმა და ამ ყველაფერმა სამწუხაროდ მიგვიყვანა იმ ციფრებამდე, რაც დღეს გვაქვს.

მირჩევნია ვაქცინაცია გავხადოთ იძულებითი, ვიდრე ადამიანები დავკარგოთ. არანაირი სხვა გართულება იმაზე მეტი ვაქცინაციას არ მოჰყვება, რაც მოჰყვება რეალურად ჩაუტარებელ ვაქცინაციას და ლეტალობის რიცხვის გაზრდას“, - აღნიშნავს ტაბიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ვაქცინაციის დაბალმა ტემპმა, „ყბადაღებული“ მეხუთე ტალღის დაწყებაც კი შეიძლება გამოიწვიოს - თენგიზ ცერცვაძე

👉 „სინოვაკით“ და „სინოფარმით“ აცრილმა 60 წლიდან ზემოთ ასაკის პირებმა მესამე დოზა უნდა მიიღონ - WHO

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე

👉 ვაქცინები 90%-ით ეფექტიანია კორონავირუსის მძიმე ფორმების წინააღმდეგ - კვლევა