მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიუ - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელსაც ჯანმო იკვლევს

კოვიდი
1630479870
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ის აკვირდება კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელად „მიუ“, რომელიც ბერძნული ანბანის მე-12 ასოს სახელწოდებაა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ჯანმოს განცხადებით, ისინი იკვლევენ COVID 19–ის ახალ ვარიანტს. ორგანიზაციამ ის დიდი ინტერესის საგნად დაასახელა.

მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621 და კლასიფიცირებულია როგორც „ინტერესის ვარიანტი“, - განაცხადა ჯანმომ.

გლობალური ჯანდაცვის ორგანომ თქვა, რომ ამ ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებიც ავლენენ COVID 19-ის ვაქცინებისადმი წინააღმდეგობის გაწევის რისკს და ხაზს უსვამს, რომ მის უკეთ შესასწავლად შემდგომი კვლევების ჩატარებაა საჭირო.

მისი აღმოჩენის დღიდან „მიუ“ უკვე დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსა და ევროპაში.

იხილეთ აგრეთვე:

✅„სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი C.1.2 გამოვლინდა“ - ზაზა წერეთელი