მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მხოლოდ 70 ქვეყანა აიცრა, მაგრამ თუ ყველა არ აიცრება პანდემია არ შეჩერდება“ - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი  ზაზა წერეთელი
1612871557
COVID-19

ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, მედიცინის დოქტორი ზაზა წერეთელი კოვიდვაქცინაციის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის მხოლოდ 70 ქვეყანაში მოხდა მოსახლეობის აცრა, რაც პანდემიის შესაჩერებლად არასაკმარისია. 

მისივე თქმით, სახელმწიფო მხოლოდ „კოვაქსპლატფორმაზე“ არ უნდა იყოს დამოკიდებული და „ცუდი ვარიანტისთვის“ სხვა გზებიც უნდა ჰქონდეს გათვლილი.

„საქართველო სამწუხაროდ ძალიან დაეყრდნო „კოვაქსს“. ვფიქრობ დაიკარგა დრო, გარდა „კოვაქსისა“ სახელმწიფოს უნდა ეზრუნა და მოლაპარაკებები უნდა ჰქონოდა სხვა ქვეყნებთან.

„კოვაქსი“ მოგვცემდა თუ არა ვაქცინას ნებისმიერ ქვეყანას ყოველთვის უნდა ჰქონდეს გათვლილი სხვა გზა. ამიტომ ჯობია გათვლები ყველაზე ცუდ ვარიანტზე გააკეთო და არ ვიყოთ ამ მიმართულებით, რომ „ხვალ ყველაფერი კარგად იქნება“.

რაც შეეხება აცრას, უკვე 70 ქვეყანა აიცრა და თუ ყველა არ აიცრა პანდემია არ გაჩერდება. დაიწყო საუბარი იმის შესახებ, რატომ აქვს მდიდარ ქვეყნებს ამის საშუალება იგივე შეიძლება დაიწყოს ჩვენს ქვეყანაში.

ვაქცინა ფიზიკურად ამდენი ვერ მზადდება, შეიძლება შეიქმნას ისეთი სიტუაცია საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, რომ თქვან “ვისაც ჰყავს კაცი აიცრა და ჩვენ რა ვქნათ". სოციალური უთანასწორობა გამოჩნდება“, - აღნიშნა წერეთელმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 263 057 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 254 916 და გარდაცვლილია 3 306 ადამიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „მოსახლეობის 60%-ის აცრა ამ წელს ვერ მოხერხდება“ - ზაზა წერეთელი

✔️ უნდა ჩაერთოს თუ არა კერძო სექტორი კოვიდვაქცინის შემოტანაში? - გამყრელიძის განმარტება