მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის ან ტესტირების დაწესება“, - ვახტანგ კალოიანი

ვახტანგ კალოიანი
1632390158
COVID-19

„ვაქცინაციის გარეშე ჩვენ ძალიან მძიმე ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის დასაწყისი გვექნება“, - აღნიშნულის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, „ევროპული საქართველოს“ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

ის აღნიშნავს, რომ აუცილებელია იმ მოქალაქეების ვაქცინაცია ან ყოველდღიური ტესტირება სავალდებულო გახდეს, რომელთაც ყოველდღიურად აქტიური კავშირი აქვთ საზოგადოების დიდ ნაწილთან.

„ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალური ჯგუფების პედაგოგების, ექიმების, საჯარო სექტორში მომუშავე პირების, აქტიური კონტაქტის მქონე მოქალაქეებისთვის სავალდებულო ტესტირების ჩატარების ან სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება. ეს ნაბიჯები რაც შეიძლება სწრაფად არის გადასადგმელი. სხვა შემთხვევაში ძალიან რთული იქნება. თუ ვაქცინაციის ტემპი არ აჩქარდა, გაგვიჭირდება“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

იხილეთ აგრეთვე:

📣შესაძლოა ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დაწესდეს

📣თუ სრული ვაქცინაციის შემდეგ ჩვენთან სიკვდილიანობა იქნება 7-ზე მეტი, გადავდგები - თენგიზ ცერცვაძე

📣„ვაქცინაციის კამპანია ზუსტად იმ რანგში უნდა იყოს აყვანილი, როგორიც საარჩევნო კამპანიაა“ - ბიძინა კულუმბეგოვი