მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

Moderna: Covid-19 ვაქცინისგან წარმოქმნილი იმუნიტეტი მინიმუმ ერთი წელი გრძელდება

 Moderna-ს ვაქცინის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დაადასტურდა
1610432310
COVID-19

Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორგანიზმში იმუნიტეტს მინიმუმ 1 წლით ქმნის, - ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება. 

 

კომპანიის თქმით, ვაქცინა mRNA-1273 იყენებს სინთეზურ mRNA- ს კორონავირუსის ზედაპირის იმიტაციისთვის და იმუნურ სისტემას, მის ამოცნობას და განეიტრალებას ასწავლის.

Moderna-ს განცხადებით, მათი ვაქცინა ნებისმიერი შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.

კომპანია 2021 წელს 600 მილიონი და ერთი მილიარდი დოზის ვაქცინის მიწოდებას აპირებს.

მთავრობასთან წინასწარ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების შეფასების საფუძველზე კი წელიწადში 11.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ვაქცინის გაყიდვას პროგნოზირებს.

„გუნდს აქვს კარგი გამოცდილება, რომ მინიმუმ 600 მილიონი დოზა ვაწარმოოთ,” - განაცხადა აღმასრულებელმა ოფიცერმა სტეფან ბანცელმა.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში 14 დეკემბერს აღმოაჩინეს. ამ დროისთვის ბრიტანეთში ახალი შტამით ათასზე მეტი პაციენტია ინფიცირებული.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა 4 იანვარს დაფიქსირდა.

ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე დადასტურებულია მსოფლიოს 30 ზე მეტ ქვეყანაში და დღეისათვის არსებული მონაცემებით შესაძლოა უკავშირდებოდეს ვირუსის უფრო ადვილად გავრცელებას, მაგრამ დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე გავლენას არ ახდენს.