მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოდერნამ“კორონავირუსის და გრიპის საწინააღმდეგო ერთიან ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო

„მოდერნამ“კორონავირუსის და გრიპის საწინააღმდეგო ერთიან ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო
1631251815
COVID-19

„მოდერნამ“კორონავირუსის და გრიპის საწინააღმდეგო ერთიან ვაქცინაზე მუშაობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა. დღეს ვაცხადებთ, რომ პირველი ნაბიჯი გადავდგით რესპირატორული დაავადების წინააღმდეგ ჩვენი ვაქცინის პროგრამის ფარგლებში.

პროგრამის მიზანია შეიქმნას ვაქცინის ერთი დოზა, რომელიც COVID 19-სა და გრიპის წინააღმდეგ გამაძლიერებელ დოზას შეიცავს. გვჯერა, ჩვენ პლატფორმას შეუძლია მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევის დამარცხება“, - განაცხადა Moderna-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა.

კომპანია კლინიკურ კვლევებს RSV ვაქცინისთვის ხანდაზმულებში ატარებს.

მათ გააზიარეს პოზიტიური წინასწარი კლინიკური მონაცემები, რომელიც აჩვენებს შესაძლებლობას გააერთიანოს 6 mRNAs 3 სხვადასხვა რესპირატორული ვირუსების წინააღმდეგ 1 ვაქცინაში: COVID-19 გამაძლიერებელი + გრიპის გამაძლიერებელი + RSV (რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი) გამაძლიერებელი.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 ევროპის წამლების სააგენტომ 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში „მოდერნას“ გამოყენების ნებართვა გასცა

👉მოდერნას“ვაქცინა ეფექტურია 12–დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებში - The New York Times

👉 „შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის იქნება“ - თამარ გაბუნია