მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოქმედებს თუ არა ვაქცინაცია მენსტრუალურ ციკლზე და ვირუსის გადაცემაზე? - Aljazeera

მენსტრუალური ციკლის დარღვევა
1634150001
COVID-19

ზოგიერთი ქალი ექიმებს ეუბნება, რომ მათ ვაქცინაციის შემდეგ მენსტრუალური ციკლის დარღვევა დაუდგინდათ. კვლევების შედეგად ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ფერტილურობაზე ვაქცინაციას ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია და დაორსულება აცრილი და აუცრელი ქალების შემთხვევაში ერთნაირად ხდებოდა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

ასევე, დადგინდა, რომ ფაიზერის, მოდერნას და ასტრაზენეკას ვაქცინებით აცრის შემდეგ მენსტრუალური ციკლის დარღვევა არა ვაქცინის გამოყენების, არამედ იმუნური რეაქციის შედეგად ხდებოდა.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ თუ ვაქცინაციის შედეგად მენსტრუალური ციკლის დარღვევის საფრთხე არსებობს, აუცილებელია ამის სასწრაფო შესწავლა, რათა ქალებს ვაქცინაციის მიმართ უნდობლობა არ გაუჩნდეთ. ორსული ქალის ორგანიზმი ხომ ვირუსის მიმართ განსაკუთრებით დაუცველია, ასევე კორონავირუსის საფრთხეს ექიმის მუცლად მყოფ ნაყოფსაც.

იცავს თუ არა ვაქცინები ვირუსის გადაცემისგან?

კვლევებმა აჩვენა, რომ ინფიცირების დროს ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ პირებს ორგანიზმში ვირუსის ერთნაირი რაოდენობა აქვთ, მაგრამ აცრილი პირებისგან ვირუსი ნაკლებად გადაეცემა.

უკვე დიდი ხანია დადგენილია, რომ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები სერიოზული დაავადებების და ჰოსპიტალიზაციის რისკს ამცირებს, მაგრამ ბოლო დრომდე ბოლომდე გარკვეული არ იყო, ამცირებს თუ არა ის ვირუსის გადაცემის ალბათობას.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგანაც ამაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკაა აწყობილი. ასე, მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში სოციალური სფეროს პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციის წესი შემოიღეს, რათა რისკის ჯგუფში შემავალი პირები დაიცვან. იტალიაში 15 ოქტომბრიდან სამსახურში ვაქცინაციის, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების ან ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენაა აუცილებელი. ვინც ამაზე უარს იტყვის, შეიძლება სამსახური დაკარგოს. სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური ზომების გატარება ხდება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ორივე ვაქცინა, ფაიზერიც და აზტრაზენეკაც, ნამდვილად დაავადების გადაცემის რისკს ამცირებს.

კვლევების დელტა შტამთან დაკავშირებით ჩატარდა. ექსპერტებმა 150 000 ადამიანის კონტაქტები შეისწავლეს. დაკვირვება როგორც ვაქცინირებულ, ასევე, არავაქცინირებულ პაციენტებზე მიმდინარეობდა.

კვლევებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით ეფექტიანი ფაიზერის ვაქცინაა, თუმცა ასტრაზენეკაც გადაცემის ალბათობას ამცირებს. ვაქცინირებულ პირებს იმუნური სისტემა ვირუსის ინფიცირებისთვის მზად აქვს და ის უფრო მარტივად და მოკლე დროში მის ამოცნობას და განადგურებას ახერხებს.

ოქსფორდის კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინირებული და არავაქცინირებული ადამიანების ორგანიზმში ვირუსის შემცველობა თანაბარია, მაგრამ აცრილისგან ვირუსის გადაცემის ალბათობა ბევრად ნაკლებია.

ამავე კვლევებმა აჩვენა, რომ აცრიდან დაახლოებით 3 თვეში ასტრაზენეკას ვაქცინის მოქმედება სუსტდება. შესაბამისად ვირუსის გადაცემის რისკი იზრდება.

რაც შეეხება ბუსტერულ ვაქცინებს, რომელთა გამოყენება ზოგიერთ ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს, ის დაავადების გადაცემის რისკს, ასევე, ამცირებს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანში შემცირდება ვაქცინის მოქმედება ბუსტერ-აცრის შემდეგ.

ტაბლეტები კორონავირუსის წინააღმდეგ

ფარაცევტულმა კომპანია Merk-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში COVID 19-ის საწინააღმდეგო ტაბლეტებს გამოუშვებს. ამის შედეგად ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის საფრთხე ორჯერ შემცირდება.

კვლევებს ჯერჯერობით საექსპერტო შეფასების ეტაპი არ გაუვლია. თუ კვლევები და პროცედურები წარმატებით დასრულდება, ეს პირველი პერორალური ანტივირუსული ტაბლეტი იქნება, რომლის გამოყენება კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის დროს გამოიყენება.

პრეპარატის გამოყენება სახლის პირობებში იქნება შესაძლებელი, რამაც ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა უნდა შეამციროს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ღარიბ ქვეყნებში, სადაც საავადმყოფოების რაოდენობა მცირეა და მათი შესაძლებლობები - შეზღუდული.

ტაბლეტში აქტიური პრეპარატია მოლნუპირავირი და ის იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ კვლევები დროზე ადრე დასრულდა.

ევროპის წამლების სააგენტო პრეპარატის ეფექტიანობას და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს სწავლობს, მომდევნო დღეებში კი მისი წარმოებისთვის აუცილებელი ლიცენზია გაიცემა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 უკრაინაში არავაქცინირებულ პედაგოგებს სამსახურიდან გაათავისუფლებენ

🔴 ვისაც ვაქცინაცია არ სურს, ძილში უნდა ავცრათ - ფილიპინების პრეზიდენტი