მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს მძიმე“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
1635061653
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „იმედის ეთერში“ აცხადებს, რომ მეხუთე ტალღის მძიმე მიმდინარეობას საქართველოს მოსახლეობა ხელს უწყობს.

მისი თქმით, მთავრობამ შეზღუდვები არ უნდა შემოიღოს და არსებული რეგულაციები მკაცრად გააკონტროლოს.

ამასთან, ცერცვაძე ამბობს, რომ სიტუაცია საგანგაშო და საყურადღებოა.

„ეპიდსიტუაცია საგანგაშოა. ახალი შემთხვევების ზრდა სახეზეა. ასეთი კატასტროფულად მაღალი შემთხვევებისთვის, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ გარდაცვალების ძალიან დაბალ პროცენტს, თუმცა ეს დაბალი პროცენტი აბსოლუტურ რიცხვებში გამოხატული, მაინც დიდია საქართველოსთვის.

დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე ტალღა იყო. კატეგორიული უარი გვაქვს ვაქცინაციაზე. დღეში მხოლოდ 4-5 ათასი ვაქცინა ტარდება და ეს არის მიზერული რიცხვი. მეორე მხრივ, უარია პირბადის ტარებაზე. 45%-ია პირბადის გამოყენების მაჩვენებელი საქართველოში. მიმაჩნია, რომ მთავრობა უნდა წავიდეს არა შეზღუდვებზე, არამედ - არსებული რეგულაციების კონტროლის გაძლიერებაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „საქართველოშიც შეიძლება ახალი შტამები წარმოიქმნას“ - ინფექციონისტი

👉 რუსეთში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა

👉 „მდგომარეობა არის კატასტროფული - შეიძლება საველე ჰოსპიტალიც დაგვჭირდეს“ - დევი ტაბიძე

👉 „კოვიდპასპორტები სწრაფად უნდა შემოვიღოთ, სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩა“ - ბიძინა კულუმბეგოვი

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე

👉 „გრიპის იმუნიტეტი განახლებადია და წელს ძლიერად იქნება გამოკვეთილი“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „ადამიანები საშინელი სიკვდილით იხოცებიან“ - დევი ტაბიძე

👉 „მედიცინა მალე ჩიხში შევა, მოსახლეობა მედპერსონალის გარეშე დარჩება“ - ლევან რატიანი