მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოსალოდნელია ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება“ - ალექსანდრე გოგინავა

„ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“
1642052057
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ და ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ  „იმედის“ ეთერში, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

ექსპერტების თქმით, მოსალოდნელია  ინფიცირების მაჩვენებლის მომატება და ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება. 

როგორც ტაბიძე აღნიშნავს, ვაქცინაციამ იმატა, თუმცა ბუსტერ დოზების გაკეთება უფრო მეტი უნდა იყოს. 

„ველოდებით დღიური ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტ და ძალიან სწრაფ ზრდას. იანვრის ბოლოსკენ, ერთიანი ციფრი სადღაც 10 000 მიაღწევს. ბოლო დღეებში, მოიმატა აცრების რაოდენობამ, უკვე გადაცდა 10 000-ს მაგრამ ეს მაინც არ არის ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს. ბუსტერ დოზების გაკეთება უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ტარდება“, - აცხადებს დევი ტაბიძე. 

ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ, მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიის დამარცხებისა და დასრულების ერთადერთ საშუალებაა. 

„მოსალოდნელია ეპიდსიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მზად და გავატაროთ ყველა ის ღონისძიება, რაც აუცილებელია, რათა მეტ-ნაკლებად შევინარჩუნოთ სტაბილური გარემო. ვაქცინაცია პანდემიის დამარცხებისა და დასრულების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციაში და, მათ შორის, გაიკეთოს ბუსტერ დოზა“, - აღნიშნა ალექსანდრე გოგინავამ. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

 აცრილებსა და აუცრელებში ინფიცირების სიმპტომები განსხვავებულია - კრეიგ სპენსერი

 „ომიკრონის“ გამო ხალხი საავადმყოფოებში ხვდება და კვდება“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

⚫ „ომიკრონის“ მაღალმა ციფრობრივმა რაოდენობამ, შეიძლება, იმუნიტეტის მაღალი ფენა შექმნას“ - დევი ტაბიძე

⚫ „ომიკრონის“ დროს ადამიანები ხელმეორედ ინფიცირდებიან - ამირან გამყრელიძე

 „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 335 შემთხვევა უნდა გავამრავლოთ 4-ზე“ - ამირან გამყრელიძე