მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მლნ-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით 10 მლნ-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდა, ივნისი 2020 წ.
1593325755
COVID-19

მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 10 მლნ-ს გადააჭარბა. აღნიშნულ მონაცემებს  worldometers-ი აქვეყნებს. 

ამავე მონაცემების მიხედვით, ასევე მსოფლიო მასშტაბით კოვიდვირუსს ნახევარ მლნ-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი ამ დროისთვის 5 466 266-ს შეადგენს. კოვიდინფიცირების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით კვლავ ლიდერია ამერიკის შეერთებული შტატები, მეორე პოზიციას ბრაზილია, ხოლო მესამეს რუსეთის ფედერაცია იკავებს.

ცნობისთვის, კორონავირუსი პირველად ჩინეთში, უჰანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19-მა მოიცვა 210 ქვეყანა. ინფიცირებულია 9 მილიონზე მეტი ადამიანი. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.