COVID-19

მსოფლიო რბენა გადაიდო

მსოფლიო რბენა კახეთში
1584121381
დაკოპირებულია

საქველმოქმედო რბენა, Wings for Life World Run, რომელიც წელს 3 მაისს, კახეთში იგეგმებოდა, მიმდინარე ეპიდემიური სიტუაციის გამო მთელ მსოფლიოში გაუქმდა, შესაბამისად, ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში წელს აღარ ჩატარდება, - აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება Wings for Life World Run-ის გუნდმა ერთობლივად მიიღო.

"დიდი მწუხარებით გატყობინებთ, რომ მიმდინარე ეპიდემიური სიტუაციის გამო, ჩვენ გადავწყვიტეთ გავაუქმოთ 3 მაისს დაგეგმილი ცამეტივე რბენა ფინიშის მანქანის თანხლებით და ასევე, ორგანიზებული რბენა აპლიკაციით. იმედი გვაქვს, ამ ცვლილებამ არ დაგაზარალათ. თქვენ, თქვენს ოჯახსა და გარშემომყოფებს ვუსურვებთ ჯანმრთელობას. ორგანიზაცია Wings for Life ეძებს ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზებს და ცხადია, მონაწილეთა ჯანმრთელობა ჩვენთვის უპირველესია. თუმცა, კარგი ამბავიც გვაქვს. 3 მაისს შეგიძლიათ ირბინოთ აპლიკაციით, ინდივიდუალურად, ნებისმიერი ადგილიდან. ვიფიქროთ მხოლოდ კარგზე და ვისიამოვნოთ ფიზიკური აქტივობით.

რამდენიმე დღეში ელ.ფოსტით გამოგიგზავნით აპლიკაციით სირბილისა და თანხის უკან დაბრუნების დეტალებს. ასევე, განვაახლებთ ხშირად დასმულ შეკითხვებს ჩვენს ვებ-გვერდზე.

ჩვენი მისია უცვლელია: ვაგრძელებთ ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების ძიებას. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და გაგებისთვის. გაუფრთხილდით ერთმანეთს!" - ნათქვამია Wings for Life World Run-ის განცხადებაში.