
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსის 13 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის შედეგად ბოლო 24 საათში 860-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა, ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 34 შემთხვევაა გამოვლენილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ქვეყნებში ვირუსის გავრცელების სწრაფ დინამიკას საგანგაშო და შემაშფოთებელი უწოდა. ახალი კორონავირუსი ჩინეთში გასული წლის დეკემებერში უხანის პროვინციაში დაფიქსირდა. "ჩაუტარეთ ყველას ტესტი", - ეს არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გზავნილი მსოფლიოს ქვეყნების მიმართ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეამოწმონ COVID 19-ის ტესტზე.