მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 90%-ით შემცირდა - ტედროს ადანომ გებრეისუსი

ჯანმოს ხელმძღვანელი
1668068939
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კოვიდ 19-თან მიმართებით ოპტიმიზმის მიზეზი არსებობს. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება. 

გებრეისუსის თქმით, თებერვლის შემდეგ მსოფლიოში COVID 19-ით გამოწვეული სიკვდილიანობა 90%-ით შემცირდა, რაც ოპტიმიზმის მიზეზს იძლევა. 

ამასთან, ჯანმოს ხელმძღვანელმა ამ განცხადების მიუხედავად მაინც აღნიშნა, რომ საჭიროა ფხიზლად ყოფნა, რადგან შესაძლოა, კოვიდინფექციის ახალი ვარიანტები გაჩნდეს. 

„ჩვენ დიდი გზა გავიარეთ და ეს ნამდვილად ოპტიმიზმის მიზეზია. ჩვენ ყველა მთავრობას, საზოგადოებას და ინდივიდებს მოვუწოდებთ სიფხიზლისკენ“, - აღნიშნა გებრეისუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჟენევის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ტეხასელი კაცი, რომელმაც დედა დაახრჩო და მისი ცხედარი ეზოში დაკრძალა, სიკვდილით დასაჯეს