COVID-19

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4634-მდე გაიზარდა

კორონავირუსის ტესტი
1583989832
დაკოპირებულია

მსოფლიოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4634-მდე გაიზარდა. ინფიცირებულია 126 369 ადამიანი, ხოლო მკურნალობის შედეგად 68 306 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსი ამ დროისთვის 115 ქვეყანაშია გავრცელებული. საქართველოში ვირუსით ინფიცირების 24 შემთხვევა ლაბორატორიულად არის დადასტურებული. მათგან ერთი 12 წლის ბავშვია.

შეგახსენებთ, რომ 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.