COVID-19

„მცდარია ინფორმაცია, რომ კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა დიდი ოდენობით წყალი უნდა მიიღონ“ - დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის გენდირექტორი
1611147577
დაკოპირებულია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი დავით გადელია საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც კოვიდინფიცირებულმა პაციენტებმა დიდი რაოდენობით წყალი უნდა მიიღოს.

ექიმი ამბობს, რომ ეს მოსაზრება მცდარია და ზედმეტად ბევრი სითხის მიღება ორგანიზმისთვის არამიზანშეწონილია.

„არ ვიცი ეს აზრი საიდან მოვიდა, პირიქით ზედმეტი წყლის მიღება დიდი რაოდენობით არ არის მიზანშეწონილი. არ არის რეკომენდებული ძალიან დიდი რაოდენობით წყლის მიღება დაავადების, განსაკუთრებით კი ავადმყოფობის პიკის დროს, იმიტომ, რომ ეს იწვევს გადატვირთვას. რთულად რომ არ ვისაუბროთ, არ არის სასურველი, პირიქით არანაირად ზედმეტი სითხე არ მიიღოთ.

საჭიროა სუნთქვითი ვარჯიშები და ამავე დროს, 3 თვის განმავლობაში, კარგი იქნება, თუ გაიკეთებენ კვლევებს, შემდეგი რეკომენდაციებსაც ექიმი ამ კვლევებიდან გამომდინარე მისცემს“, - განაცხადა „დღის კურიერთან“ საუბარში დავით გადელიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 249 ათასს აჭარბებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „რემდესივირთან“ დაკავშირებით ზედმეტი მოლოდინი ნუ გექნებათ“ - დავით გადელია