მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მწვანე პასპორტები“ საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

კორონაპასპორტი
1636366237
COVID-19

მწვანე პასპორტები საქართველოში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის და ტურისტებისთვის. 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტზე შესვლას მხოლოდ მწვანე პასპორტის წარდგენისას შეძლებენ, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ობიექტების სტუმრებზე გავრცელდება და არა იქ მომუშავე ადამიანებზე. აქვე მინდა განმარტება გავაკეთო, რომ იყო მოსაზრება კოვიდგადატანილებზე ყოფილიყო 6-თვიანი შეზღუდვა, მაგრამ ჩემი რეკომენდაცია იყო, რომ ეს რეკომენდაცია მოგვეხსნა და საბჭომ გაიზიარა ჩემი წინადადება. ამიტომ, მწვანე სტატუსი ექნება პირს, ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მწვანე პასპორტში შედის, როგორც კოვიდის გადატანა, ასევე, ორჯერადი აცრა და პისიარი ან სწრაფი ტესტირება, უბრალოდ ვადა ექნება განსხვავებული, 3-დღიანი PCR ტესტირება და ერთდღიანი სწრაფი ტესტირება.

რა შემთხვევაში გაქვთ მწვანე სტატუსი, რომელ ობიექტებზე ამოქმედდება „მწვანე პასპორტი“, სად შეიძლება მწვანე სტატუსის შემოწმება და სხვა ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „პენსიონერები, რომლებიც აიცრებიან, 200-ლარიან დანამატს მიიღებენ“ - პრემიერი

👉 „ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი“ - პრემიერი

👉 „თუ არ გინდა აცრა, უნდა შეეგუო ერთგვარ დისკომფორტს“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „გვინდა თუ არა, სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება მოგვიწევს“ - ამირან გამყრელიძე