
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კორონავირუსმა პირველი დარტყმა ტურიზმის ინდუსტრიას მიაყენა.
მისი თქმით, დღეს პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები საბანკო სექტორს შეხვდნენ. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში ტურიზმის სექტორს ანტიკრიზისულ გეგმას შესთავაზებენ.
"ჩვენ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა ტურიზმის ინდუსტრიასთან. შევხვდით სხვადასხვა ზომის სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს. რა თქმა უნდა, ეჭვგარეშეა, რომ პირველი დარტყმა კორონავირუსმა, ამ გლობალურმა გამოწვევამ, მიიტანა ტურიზმის ინდუსტრიაზე",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავას თქმით, სახელმწიფოს ამ მიმართულებებით ექნება საკმაოდ მწყობრი ხედვა და გეგმა.