
ბრიუსელში "ნატო-ს" შტაბ-ბინის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნული პირი ბელგიაში ჩრდილოეთ იტალიიდან შვებულებიდან დაბრუნდა.
მას კორონავირუსზე ანალიზი სიმპტომების გამოჩენის შემდეგ გაუკეთდა. მისი თანამშრომლები ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფებიან. შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია საქმის ნატო-ს ყველა თანამშრომელი. ნატო აგრძელებს მონიტორიგს და უსაფრთხოების ზომების მიღებას საკუთარ სამუშაო სივრცეში.