მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომატიკა უნდა აღვიქვათ, როგორც კორონავირუსი“ - ვახტანგ კალოიანი

ვახტანგ კალოიანი
1642502957
COVID-19

„ნიუ ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა „ტვ პირველის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომატიკა უნდა იქნეს აღქმული, როგორც კორონავირუსი.

სპეციალისტმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა არსებულ რესურსებზე და აღნიშნა, რომ აღსრულების და ლაბორატორიულ ნაწილში ჩავარდნებია. 

„ამ ეტაპზე „ომიკრონის“ მასიური გავრცელება გვაქვს და ყველა რესურსი გადართული უნდა იყოს ამ დარტყმის ზიანის შემცირებაზე. ის გადის - დროულ დიაგნოსტიკაზე, სწორ და თანმიმდევრულ რეკომენდაციებზე, როგორ მოიქცნენ მოქალაქეები, არსებული მინიმალური რეგულაციების აღსრულებაზე და ის გადის პირველადი და ჰოსპიტალური სექტორის მობილიზებაზე და გაძლიერებაზე. სამწუხაროდ აღსრულების და ლაბორატორიულ ნაწილში გვაქვს საკმაოდ დიდი ჩავარდნები. ჰოსპიტალური სექტორი პრობლემაა პირველივე დღიდან. რა თქმა უნდა, გარკვეული გამოცდილება დაგროვდა, თუმცა მისი სისტემიზაცია და იმპლიმენტაცია ვერ ხდება ისე, როგორც საჭიროა. 

ნებისმიერი რესპირატორული სიმპტომატიკა უნდა იქნეს აღქმული, როგორც კორონავირუსი, მიუხედავ იმისა ეს ლაბორატორიულად იქნება დადასტურებული თუ არა. ამას ძალიან დიდი ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მნიშვნელობა აქვს“, - აცხადებს ვახტანგ კალოიანი.  

მისი თქმით, იმის თქმა, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ შეიძლება და ნაადრევია. 

„ომიკრონის“ დროს ჰოსპიტალიზაცია დაბალია. როცა გავრცელება გაიზრდება არავაქცინირებულ მოქალაქეებში, იქ უკვე რისკი საკმაოდ მაღალი იქნება და მაშინ, შესაძლოა, დიდი დატვირთვა მიადგეს ჰოსპიტალურ სექტორს. თქმა  იმისი, რომ „ომიკრონი“ ჩვეულებრივი  ვირუსია - ასე არ არის. შეიძლება ვთქვათ, რომ ხელისუფლებამ ეს ყველაფერი ნაწილობრივ მართა“, - დასძენს კალოიანი.

ამავე თემაზე:

📢 როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

📢 „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

📢 კლინიკური სიმპტომები, რომლებიც დელტასგან განსხვავებით ნაკლებად გვხვდება „ომიკრონის“ დროს