მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა გამყრელიძე: იმ დროს როდესაც ქალაქები ჩაკეტეს, კორონავირუსის შესახებ ცოდნა ძალიან მწირი იყო

ნიკოლოზ გამყრელიძე, 2020
1600086775
COVID-19

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორის ნიკა გამყრელიძის თქმით, დღეს კოვიდინფექციის შესახებ გაცილებით მეტი ცოდნა არსებობს, ვიდრე მარტ-აპრილის თვეში.

გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის მომატებული რაოდენობა საფრთხილოა, თუმცა არასაგანგაშო, რადგან ინფექციის შესახებ დღეს მეტი ცოდნა არსებობს.

„რა თქმა უნდა ეს მომატებული რაოდენობა უფრო საფრთხილოა, მაგრამ დღეს გაცილებით მეტი ცოდნა არსებობს დაავადების შესახებ და გაცილებით მეტად მზად ვართ, ვიდრე შეიძლებოდა ვყოფილიყავით მარტ-აპრილის თვეში. შესაბამისად, ეს მზაობა მაძლევს იმის იმედს, რომ გავუმკლავდებით ამ ყველაფერს. იმ დროს როდესაც ხდებოდა ჩაკეტვა, მაშინ ამ დაავადების შესახებ ცოდნა იყო ძალიან მწირი.

მართვა და მზაობა თუნდაც სამედიცინო სექტორის იყო, ასევე შედარებით მწირი. ახლა ცალსახად მიგვაჩნია, რომ ჩასაკეტი არაფერი გვჭირს. რაოდენობებს ზედმეტი გადატვირთვის გარეშე გავუმკლავდებით“, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ნიკოლოზ გამყრელიძემ.

ინფორმაციისთვის, 14 სექტემბერს საქართველოში კოვიდინფიცირების 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 7 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შვილმა, ნიკა გამყრელიძემ კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია თავად გაასაჯაროვა.