მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება, საქართველოს საზღვრები მისთვის ღიაა“ - გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე
1638958552
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. 

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამი „დელტა“ ვარიანტზე უფრო სწრაფად ვრცელდება. 

„ახალი კოვიდის ვარიანტი „ომიკრონი“. რა სიახლეები გვაქვს: ის უკვე შეიცვალა, ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ გაორდა. არსებული კოვიდის ომიკრონის ვარიანტი B.1.1.529 უფრო მარტივად არის BA.1 და ახალი ვარიანტი ანუ ახალი განშტოება კი არის BA.2. სტანდარტული პსრ ტესტი ხედავს, რომ არის კოვიდი (რაც კარგი ამბავია) მაგრამ ვერ ადგენს კონკრეტულად ამ ახალი BA.2. ვარიანტს.

დღეს უკვე ცნობილია, რომ გავრცელების სიჩქარით ომიკრონის ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დელტა ვარიანტი. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული, სხვა ვარიანტებთან/შტამებთან შედარებით უფრო აგრესიულია თუ არა.

საქართველოს მოსახლეობის 20%-მდე არის სრულიად აცრილი (ამაზე ნუ ვიდავებთ) რაც ზრდის საავადმყოფოების გადატვირთვის საშიშროებას და შედეგად მაღალ სიკვდილიანობას.

საქართველოს საზღვრები კოვიდისთვის აბსოლუტურად „ღიაა“ განსაკუთრებით ახალი ვარიანტის შემოსასვლელად, რადგან საქართველოში შემომსვლელებს, რომლებიც ვაქცინირებულები არიან, არ ვთხოვთ პსრ ტესტს (ორჯერ/სრულად აცრილებმაც შეიძლება შემოიტანოს SARS-CoV-2 რომელიმე ვარიანტი). შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი ორშაბათიდან შეცვალეს საზღვრის გადაკვეთის პროცედურა. საქართველომ სასწრაფოდ უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯი, ყველა შემოსული ადამიანი საზღვარზე უნდა წარადგინოს:

🔴პსრ უარყოფითი ტესტის პასუხი გაფრენიდან 72 საათით ადრე.

🔴საქართველიში მე-4 და მე-7 დღეს უნდა გააკეთოთ პსრ ტესტი.

უკვე აცრილებს, განსაკუთრებით, ინაქტივირებული („სინოფარმი“/„სინოვაკი“) და ვექტორული („ასტრაზენეკა“) ვაქცინებით აცრილებს ზოგადად; „ფაიზერებით“ აცრილებს (მეორე დოზიდან 5 თვის შემდეგ) და კოვიდგადატანილებს:

კოვიდგადატანილებს აქამდეც გირჩევდით და ეხლაც - დროულად გაიკეთეთ ბუსტერები (მე-3 დოზა), გთხოვთ. ან თუ გადატანის გამო არ იცრებით - აიცერით „ომიკრონის“ ძალიან ფართო გავრცელებისას ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, დიდი ალბათობით.

მესამე დოზას/ბუსტერს მე ყველა შემთხვევაში მ-რნმ ვაქცინით („ფაიზერი“ ან „მოდერნა“) გავიკეთებდი. ცხადია, ისეთი იშვიათი გამონაკლისები არ იგულისხმება, როცა იგივე ვაქცინის გაკეთება აღარაა რეკომენდირებული, მაგალითად, კონკრეტულ ვაქცინაზე ანაფილაქსიური რეაქცია და სხვა.

თუ „ფაიზერით“ არის ადამიანი აცრილი, ბუსტერის სახით სტანდარტულად კეთდება ერთი დამატებითი დოზა.

საქართველოში თუ აცრილი ხართ სხვა ვაქცინით და „ფაიზერით“ იბუსტებით, სტანდარტულად აკეთებენ ერთ დოზას. თუმცა, თუ, მაგალითად, მოგზაურობისთვის ორჯერადად ფაიზერით აცრა გჭირდებათ - აკეთებთ შესაბამის მოთხოვნას და ცრიან ორჯერ - 21 დღის ინტერვალით. ამისთვის რომელიმე იმ ქვეყანაში გასაფრენი ბილეთის ჯავშანი უნდა წარადგინოთ (მაგალითად საფრანგეთი), სადაც მხოლოდ „ფაიზერით“ აცრილებს უშვებენ. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთის თარიღი ისე იყის, რომ ბოლო, ანუ მეორედ აცრიდან 2 კვირა იყოს გასული.

ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

„ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

„ომიკრონი“ შესაძლოა, კორონავირუსის ბოლო ვარიანტი არ იყოს“ - აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი

„ომიკრონის“ ვარიანტი ნაკლებად საშიში შეიძლება იყოს, ვიდრე დელტა ვარიანტი“ - აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალური პირები

როგორ შეუძლიათ მეცნიერებს განაახლონ ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? - მიკრობიოლოგის განმარტება

„ომიკრონი კორონავირუსის უფრო მძიმე შემთხვევებს არ იწვევს“ - ენტონი ფაუჩი

„ომიკრონს“ „დელტასგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

 „ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“ - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

 „კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება დომინანტი გახდეს“ - სუმია სვიმინათანი

⚫ „მუდმივად ვიმყოფებით გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, გარდაცვლილების რიცხვი ძალიან მაღალია“ - მაია ბუწაშვილი