მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ საფრთხეს უქმნის არავაქცინირებულებს - ტედროს ადანომ გებრეისუსი

ტედროს ადანომ გებრეისუსი
1642056253
COVID-19

„ომიკრონი“ იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას, ვიდრე დელტა შტამი, მაგრამ ის რჩება „საშიშ ვირუსად“, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა.

ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, 90-ზე მეტმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაცია, ხოლო აფრიკაში, მოსახლეობის 85%-ზე მეტს ჯერ კიდევ არ მიუღია ვაქცინის თუნდაც ერთი დოზა.

ვირუსს თავისუფლად გავრცელების საშუალება არ უნდა მივცეთ და თეთრი დროშა არ უნდა ვუფრიალოთ, როცა მსოფლიოში ამდენი ადამიანია არავაქცინირებული“, - აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, შემთხვევები გაიზარდა 55%-ით.

„ინფექციების ამ უზარმაზარ ზრდას განაპირობებს „ომიკრონ“ ვარიანტი, რომელიც სწრაფად ანაცვლებს დელტას თითქმის ყველა ქვეყანაში“, - აღნიშნავს ტედროსი.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოში საავადმყოფოებში მოთავსებული ადამიანების უმეტესობა არავაქცინირებულია, თუმცა ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების პრევენციას ვერ ახდენს, შესაძლებელია გაჩნდეს ახალი ვარიანტები უფრო გადამდები და უფრო მომაკვდინებელი, ვიდრე „ომიკრონი“.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

„ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ორი მესამედია დაუცველი და აუცრელი“ - აკაკი ზოიძე

⚫ „კორონავირუსი ხდება პაციენტებისთვის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ტრიგერი“ - ნანა გეგეჭკორი

5 ძირითადი სიმპტომი, რომელიც „ომიკრონს“ ახასიათებს

რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება

ნუ თამაშობთ რუსულ „რულეტკას“ - გერმანელი ექსპერტები ომიკრონზე