მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს“ - თამარ გაბუნია

ქვეყნის მასშტაბით საწოლფონდის მობილიზება მოხდება
1638696096
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „იმედის“ ეთერში კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, „ომიკრონის“ გავრცელება აცრილებშიც შესაძლებელია, მაგრამ ვაქცინები ლეტალობისგან დაგვიცავს. 

„მეცნიერება ამბობს, რომ „ომიკრონი“ შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ ის ვაქცინები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, მაღალი ალბათობით, ჰოსპიტალიზაციისგან და ლეტალობისგან ამ შემთხვევაშიც დაგვიცავს. დრო არ უნდა დავკარგოთ, რადგან ვირუსს სწრაფად შეუძლია სახეცვლილება, ვერაგულად და აგრესიულად გვიტევს. ამდენად, თუ ტემპი ჩვენც არ ავაჩქარეთ, არ გავყევით ამ პროცესს უფრო სწრაფად, თუ თავის დაცვის ყველა საშუალება არ გამოვიყენეთ, ამ ვირუსის დამაზარალებელ ზეგავლენასთან გამკლავება ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნა გაბუნიამ.

ინფორმაციისთვის, ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ, აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

⚫ „ბოტსვანას“ შტამი - ჯანმომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი დაადასტურა

⚫„რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და ბევრი მუტაცია ჩნდება“ - გიორგი ფხაკაძე

 კორონავირუსის ახალი შტამი დელტა შტამზე უფრო სწრაფად ვრცელდება

⚫ მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამი და 500 ჯერ უფრო ძლიერი ვიდრე პირველადი ვირუსი - ზაზა წერეთელი ახალ შტამზე

⚫ „საშინელი მუტაცია“ - რატომ არის საშიში კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ და რამდენად სწრაფად ვრცელდება ის მსოფლიოში? - BBC